“სადღაც თვის ბოლოს მივაღწევთ პიკს” – თენგიზ ცერცვაძე

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ კირონავირუსის შემთხვევების მატება იქნება და პიკი საქართველოში თვის ბოლოსთვისაა მოსალოდნელი.

„თუმცა, პირადად მე არ მგონია, რომ ეს ასე იოლად მოხერხდება. მაინც ვფიქრობ, რომ ჯერ იქნება მატება, სადღაც თვის ბოლოს მივაღწევთ პიკს, შემდეგ იქნება პლატო, და შემდეგ შეიძლება, წავიდეს ვთქვათ დაღმავალი გზით. ჩემი პოზიცია ასეთია, რომ ჩვენ მოგვიწევს ვირუსთან, ამ „კოვიდთან“ თანაცხოვრება, ე.წ. კოჰაბიტაცია“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მსგავსი თემები