“სადგურის მოედნისა” და “სარაჯიშვილის” მეტროს რეაბილიტაცია ჩაუტარდება

“სადგურის მოედნისა“ და “სარაჯიშვილის” მეტროს რეაბილიტაცია ჩაუტარდება. სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებისთვის აუცილებელ კვლევით სამუშაოებზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია.

„მიმწოდებელმა უნდა განახორციელოს თბილისის მეტროპოლიტენის მეტროსადგურების ვიზუალური და ინსტრუმენტალური კვლევითი სამუშაოები, მათ შორის მიმწოდებელმა აუცილებლად უნდა განახორციელოს: წინასწარი ვიზუალური კვლევა: შენობა-ნაგებობების სამშენებლო კონსტრუქციების დაზიანებების გამოვლინება; ხილული დეფექტების და დაზიანებების გამოვლენა და ფიქსირება; კონსტრუქციების დეფექტური და დაზიანებული ადგილების ფოტოფიქსაცია; აღმოჩენილი დეფექტების ზომების განსაზღვრა, ნახაზ-სქემებზე დეფექტების ადგილმდებარეობის მონიშვნა; დეფექტების და დაზიანებების სქემებისა და უწყისების შედგენა,“ – აღნიშნულია დოკუმენტაციაში.

სატენდერო პირობების თანახმად, წინადადებების მიღება 22 სექტემბერს დაიწყება და 25 სექტემბერს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 138 ათასი ლარია.

მსგავსი თემები