საგარეჯოში მოსახლეობამ, სასმელი წყლის პრობლემის მოგვარების მოთხოვნით, გზა გადაკეტა

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ გომბორში მოსახლეობამ, სასმელი წყლის პრობლემის მოგვარების მოთხოვნით, გზა გადაკეტა.

როგორც ადგილობრივები ამბობენ, უკვე 15 წელია, აღნიშნული პრობლემა აწუხებთ და ყოველ ზაფხულს წყალი ფაქტობრივად, არ მიეწოდებათ.

მათივე თქმით, საგარეჯოს მერიას თხოვნით და ოფიციალური წერილით არაერთხელ მიმართეს, თუმცა უშედეგოდ.

აქციის მონაწილეების განცხადებით, ისინი არ დაიშლებიან, სანამ სოფელ გომბორში საგარეჯოს რაიონის მერის, გიორგი ებროწონაშვილისგან პირადად არ მიიღებენ პრობლემის მოგვარებასთან დაკავშირებით დაპირებას.

მხარის პოლიციის უფროსმა მოსახლეობას განუმარტა, რომ გზის გახსნის შემდეგ პირადად დაუკავშირდებოდა საგარეჯოს მერიას და ადგილზე მისი წარმომადგენელი აუცილებლად მივიდოდა. დაპირების შემდეგ, მოსახლეობამ გზა დროებით გზა გახსნა.

მოსახლეობის თქმით, თუ ერთი საათის განმავლობაში ადგილზე მერი არ მივა, ისინი გზას ისევ გადაკეტავენ.

მსგავსი თემები