საგანგებო მდგომარეობის გამო, ბათუმის სპორტ სკოლამ 10 ღონისძიება გადადო

16 მარტიდან 26 აპრილის ჩათვლით,  ბათუმის სასპორტო სკოლამ შიდა სასკოლო პირველობის ყველა დაგეგმილ ღონისძიება გადადო.

როგორც „მედიაცენტრ მთავარს“ ბათუმის სპორტ სკოლიდან აცნობეს, მიმდინარე წლის 16 მარტიდან დაგეგმილი იყო 10 სხვადასხვა ღონისძიება, რომელიც 26 აპრილს უნდა დასრულებულიყო.

ფარიკაობა, ტაიკვანდო, მაგიდის ჩოგბურთი, გოგონების ფრენბურთი, ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, თავისუფალი ჭიდაობა, კალათბურთი, ჭადრაკი, მთასვლელობა და  მშვილდოსნობა – ეს იმ შიდა სასკოლო პირველობის ღონისძიებებია, რომელიც ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის გამო გადაიდო.

როგორც „მედიაცენტრ მთავარს“ ბათუმის სასპორტო სკოლაში განუცხადეს, ეს აქტივობები მაშინ განახლდება, როცა სასწავლო პროცესი აღდგება.

„დაგეგმილ ღონისძიებებს ეტაპობრივად აუცილებლად განვახორციელებთ და მოვრჩებით საზაფხულო არდადეგების დაწყებამდე“ – აცხადებენ სპორტ სკოლაში.

რაც შეეხება „ახალ კორონავირუსს“ არსებული საფრთხიდან გამომდიარე, ბათუმის სპორტ სკოლაში სადეზინფექციო სამუშაოები ხელმეორედ ჩატარდა. ამ ეტაბზე სასპორტო სკოლა 14 ბაზაზეა განაწილებული და  დეზინფექცია ყველგან ჩატარდა.

მსგავსი თემები