საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე მძღოლები ავტომობილების ტექინსპექტირების გავლისგან თავისუფლდებიან

საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე მძღოლები ავტომობილების ტექინსპექტირების გავლისგან თავისუფლდებიან. შესაბამისი ცვლილება მთავრობის 2017 წლის 1-ლი დეკემბრის №510 დადგენილებაში დღეს შევიდა.

„იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და მათი მისაბმელების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება (პირველადი/განმეორებითი), რომლის ვადა შეჩერდა ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადით, უნდა ჩატარდეს საგანგებო მდგომარეობის დასრულებიდან არა უგვიანეს 60 კალენდარული დღის განმავლობაში. თუ განმეორებითი ინსპექტირების ვადა ემთხვევა საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადას, სატრანსპორტო საშუალების განმეორებითი ინსპექტირება აღნიშნულ 60 კალენდარული დღის ვადაში იმავე ინსპექტირების ცენტრში, რომელშიც ჩატარდა პირველადი ინსპექტირება, თავისუფლდება მომსახურების საფასურისაგან“, – აღნიშნულია დადგენილებაში.

მსგავსი თემები