საგანგებო მდგომარეობის გაუქმების მოთხოვნით ბათუმში მდუმარე აქცია გაიმართა

გახანგრძლივებული საგანგებო მდგომარეობა და შეზღუდვები რამდენიმე ადამიანმა ​გააპროტესტა ბათუმში. ისინი ცენტრალური პარკის შესასვლელთან შეიკრიბნენ, დისტანციური დგომით მდუმარე აქცია გამართეს და საგანგებო მდგომარეობის გაუქმება მოითხოვეს.

„ვირუსი რომ გავრცელდა, ამას არც მთავრობას ვაბრალებთ და არც სახელმწიფოს. უბრალოდ, ამ მომენტით და შეშინებული ადამიანებით სარგებლობენ. ჩვენ უნდა ვისხდეთ სახლებში, არ უნდა ვზრუნავდეთ ოჯახებზე და უნდა ველოდოთ, მთავრობა როდის გადმოგვიგდებს რამეს დახმარების სახით. ასე არ უნდა გაგრძელდეს“, – განაცხადა აქციის მონაწილემ, გიორგი ფუტკარაძემ.

მსგავსი თემები