საგანგებო მდგომარეობის წესების განმეორებით დარღვევა 6 წლამდე პატიმრობით დაისჯება

პარლამენტმა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილება შეიტანა, რომლის თანახმად საგანგებო მდგომარეობის ვადის ამოწურვის შემდეგ, საკარანტინო წესებისა და თვითიზოლაციის  დარღვევის გამო ფიზიკურ პირს 2000, ხოლო იურიდიულ პირს – 10 000 ლარიანი ჯარიმა დაეკისრება.

ამასთან, საგანგებო მდგომარეობის წესების განმეორებით დარღვევისას პირს 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

პარლამენტმა აღნიშნული კანონი 82 ხმით 0 ის წინააღმდეგ, საგანგებო სესიაზე მესამე მოსმენით დაამტკიცა. 

მსგავსი თემები