საგანგებო მდგომარეობის დროს, მძღოლები, რომლებმაც ტექდათვალიერება ვერ გაიარეს, არ დაჯარიმდებიან

ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის პერიოდში, მოქალაქეებს ტექინსპექტირების დარღვევისთვის გათვალისწინებული ჯარიმები არ დაეკისრებათ.

როგორც ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, ეს წესი იმოქმედებს მხოლოდ საგანგებო მდგომარეობის პერიოდში.

“პირველ რიგში, ვიტყვი, რომ ჩვენ დავუშვით და არ აგვიკრძალავს ტექმომსახურების სერვისების ფუნქციონირება, ისინი მოემსახურებიან როგორც იურიდიულ, ასევე ფიზიკურ პირებს. რაც შეეხება ჯარიმებს, ჩვენ შევთანხმდით, რომ ამ ეტაპზე ჯარიმები არ დაეკისრებათ და ეს გადავადებულია. ასე, რომ შეუძლიათ მშვიდად იყვნენ. რა თქმა უნდა, ეს საგანგებო ვითარების პირობებში იმოქმედებს“, – განაცხადა მინისტრმა.

მსგავსი თემები