საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი 23 მაისის 00:00 საათიდან მოიხსნება

საქართველოს მთავრობა პარლამენტს საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივების თხოვნით აღარ მიმართავს. ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი 23 მაისის 00:00 საათიდან მოიხსნება. კომენდანტის საათი 21:00 საათიდან 06:00 საათამდე პერიოდში ვრცელდებოდა.

საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი 22 მაისის ჩათვლითაა ძალაშია, შესაბამისად, კომენდანტის საათიც 23 მაისის დადგომისთანავე აღარ იმოქმედებს. საგანგებო მდგომარეობა საქართველოში 21 მარტს ამოქმედდა. საქართველოში საგანგებო მდგომარეობისა და კომენდანტის საათის გაუქმების შესახებ პრემიერ-მინისტრმა დღეს განაცხადა.

კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

მსგავსი თემები