საბურთალოზე ერთ-ერთ ქუჩას გიო ხუციშვილის სახელი მიენიჭა

თბილისში, ვაკე-საბურთალოს ერთ-ერთ უსახელო ქუჩას მომღერალ გიო ხუციშვილის სახელი მიენიჭა. როგორც სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ, თინათინ ნიბლოშვილმა განაცხადა, გიო ხუციშვილის სახელი ვაჟა-ფშაველას გამზირიდან, ყაზბეგის ქუჩის დამაკავშირებელ მონაკვეთს დაერქვა. 

მომღერლის სახელობის ქუჩის გახსნა ოფიციალურად მომავალ კვირას, საკრებულოს წარმომადგენლებთან, ოჯახის წევრებსა და მეგობრებთან ერთად იგეგმება.

მომღერალი და მსახიობი გიო ხუციშვილი 2018 წლის 11 ივნისს, 56 წლის ასაკში გარდაიცვალა. მას გარდაცვალებამდე ვარსკვლავიც გაუხსნეს.

მსგავსი თემები