საბერძნეთში მოკლულ 2 შვილის დედას მულიც სცემდა

საბერძნეთში მოკლული ქუთაისელი გოგონას, ქეთი სუთიძის საშინელი მკვლელობის ისტორიას „მედიაცენტრი მთავარი“ აქტიურად აშუქებს. ქეთი უკვე ჩამოასვენეს და მას ქუთაისში შაბათს დაკრძალავენ. მისი მკვლელობისთვის ერთადერთი ეჭვმიტანილი, ამ დრომდე, ქეთის ყოფილი, ქართველი მეუღლე შალვა ქათამაძეა.

როგორც ირკვევა, 29 წლის გოგონაზე ქმრის ოჯახის წევრებიც ძალადობდნენ. ეს ინფორმაცია „მედიაცენტრ მთავარს“ წყარომ საბერძნეთიდან მიაწოდა. მისი ინფორმაციით, ქეთიზე მისი მულიც ძალადობდა და სცემდა. წყაროს თქმით, ფოტოზე ასახული ნაცემი ქეთი სწორედ მისი მულის – ნათია ქათამაძის „დამსახურებაა“, რომელიც მან აღიარა კიდეც.

როგორც წყარო „მედიაცენტრ მთავარს“ უყვება, მულის მხრიდან განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობასთან დაკავშირებით, ქეთიმ საბერძნეთში, სიცოცხლეში, საჩივარიც კი დაწერა, თუმცა, მასზე რეაგირება არ მომხდარა.

მოკლული ქეთი სუთიძის შვილები, ამ დრომდე, საბერძნეთში, სწორედ მამიდასთან – ნათია ქათამაძესთან ცხოვრობენ. მკვლელობის საშინელ ისტორიას ბერძნული მედია აქტიურად აშუქებს. სწორედ მათ დაიქირავეს ადვოკატი გარდაცვლილის ინტერესების დასაცავად. მათი თხოვნითა და დახმარებით, ქეთის დაკრძალვის შემდეგ, ქეთის მამასაც ელოდებიან, რომელიც მისი შვილისა და ყოფილი სიძის ურთიერთობაზე, სავარაუდოდ, ბევრ რამეს იტყვის.

დღეს კი ქეთის ახლობლები, ნათესავები, ნაცნობები თუ უცნობები 29 წლის 2 შვილის დედას გლოვობენ.

ქეთის მკვლელობის ტრაგიკულ ისტორიას შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე:
https://mcm.ge/

მსგავსი თემები