ტრაგედია საბერძნეთში – 23 წლის ქართველი გოგონა გარდაცვლილი იპოვეს

საბერძნეთში 23 წლის ქართველი გოგონა გარდაცვლილი იპოვეს. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ის მოკლულია. გოგონას გადმოსვენების პროცედურაში საქართველოს საელჩო ჩაერთო. შემთხვევა ათენში მოხდა. აღნიშნული ფაქტით შეშფოთებული ქართველო ემიგრანტები ემიგრაციაში ყოფნის მძიმე ხვედრსა და პრობლემებზე საუბრობენ და მის ჩვილ ბავშვზე საუბრობენ, რომელიც დედის გარეშე დარჩა.

„სოფო სამი წლის წინ გავიცანი, ახალგაზრდა გოგონას ჭკვიან, კრიალა თვალებიდან, სევდანარევი ტკივილი მიყურებდა. მივხვდი, ცხოვრების სუსხიან წლებს მარტო უმკლავდებოდა. არადა სულ 23 წლის თუ იქნებოდა. მინდოდა დავხმარებოდი, ვთხოვე მოსულიყო ჩვენს “ქართულ სახლში“. დამპირდა კიო, თითქოს წამიერად მოწყდა წარსულის წამებს, გაიხარა ჩვენი შეხვედრით, მაგრამ არ მოვიდა, დამეკარგა… ამ დღეებში ბავშვის სურათი გადმომიგზავნა ბოდიში მომიხადა, რომ „დავიკარგეთო.“ დღეს კი შავ ფარდად დაეშვა სიყვარული, ოცნება, იმედი და ყველა მისი საიდუმლო. ბავშვივით გავშრი… სოფო დავკარგეთ. ალბათ, უკანასკნელად ცრემლი მოსწყდა განაწამებ დედას, რომელიც მის ერთი თვის შობილს ხარბად უყურებდა და შველას ითხოვდა. მისი პატარა დედას ვერასოდეს ნახავს, ტრაგიკულად დამთავრდა ამ პატარა გოგონას ყოფა ემიგრაციაში. ბედს წინასწარ ვერავინ გათვლის. ემიგრაციაში კი მსხვერპლი იზრდება. ვერაფერს ვშველით…“ – წერს ათენის ქართული სახლის ხელმძღვანელი დარეჯან ღამბაშიძე.

საბერძნეთში გარდაცვლილი ქართველი გოგონას, სოფო წიკ­ლა­უ­რის ოჯახს და ახლობელს ემიგრანტები უსამძიმრებენ და ამ ტრაგედიის გამო ემიგრანტების მიმართ პოლიტიკის შეცვლას ითხოვენ. მას 2 თვის ბავ­შვი დარ­ჩა.

როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, გარდაცვლილი ქართველო გოგონას გადმოსვენების პროცედურაში საქართველოს საკონსულო ჩართულია და ცხედარი გადასვენებულია ბიუროში. გამოძიებას საბერძნეთის საგამოძიებო სტრუქტურები აწარმოებენ.

მსგავსი თემები