საბერძნეთის ხანძარი კოსმოსიდან გადაიღეს

საბერძნეთის ხანძარმა ისეთ მასშტაბებს მიაღწია, რომ ის კოსმოსიდანაც მოსჩანს. ხანძრის ფოტოები ევროპულმა თანამგზავრმა Sentinel 2 -მა გადაიღო.

​ცეცხლის ალშია გახვეული საკურორტო ქალაქები კინეტა, რაფინა, პიკერმი, მატი, ნეოს ვუტზასი. ამ ქალაქებში უკვე შემოღებულია საგანგებო ვითარება.

როგორც მედიაცენტრ “მთავარს” ათენის ქართველ მიგრანტთა საინფორმაციო ცენტრში განუცხადეს, ტყის ძლიერი ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა სამწუხაროდ იზრდება. დაზუსტებული ინფორმაციით, გარდაცვლილია 81 ადამიანი, თუმცა, დამწვარი 1550 სახლიდან, ჯერ კიდევ მხოლოდ 500 სახლია დათვალიერებული.

თუ რა ვითარებაა დანარჩენ 1.050 სახლში, არავინ იცის. ვარაუდობენ, რომ დაღუპულთა
რაოდენობა 100 ადამიანს გადააჭარბებს.

როგორც BBC -ი იტყობინება, ატმოსფერული ტემპერატურა საბერძნეთში უახლოეს დღეებში კვლავ მოიმატებს, ამდენად საბერძნეთის ხელისუფლებას სულ უფრო ცოტა დრო რჩება ხანძრის გავრცელების შესაჩერებლად. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. დაწყებულია გამოძიება. ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი არ გამორიცხავს, რომ ხანძარი უმეთვალყურეოდ დატოვებულმა კოცონმა გამოიწვია.
დგილობრივი ​ხელისუფლების წარმომადგენლის, დიმიტრის ცანაკოპულოსის განცხადებით, ტყის ხანძრები დედაქალაქ ათენთან ახლოს, ერთდროულად სამ ადგილას დაიწყო.
ოფიციალურმა ათენმა დახმარებისა და უპილოტო საფრენი აპარატების გამოყოფის თხოვნით აშშ-ს მიმართა, რათა “საეჭვო გადაადგილებების” თვალისდევნება შეძლონ.

 

მსგავსი თემები