საბერძნეთის ციხეში რუსმა პატიმარმა ქართველი პატიმარი ცემით მოკლა

ბერძნული მედიის ცნობით, საბერძნეთში სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ერთმანეთს რუსი და ქართველი პატიმრები დაუპირისპირდნენ. 43 წლის რუსმა 35 წლის ქართველი ცემით მოკლა. ციხის ხელმძღვანელობის ცნობით, ისინი თანამესაკნეები იყვნენ.

ექიმების თქმით, თავისა და კისრის არეში მიღებული დაზიანებები სიცოცხლისთვის შეუთავსებელი აღმოჩნდა და პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა. ორივე პატიმარი სასჯელს ყაჩაღობის ბრალდებით იხდიდა, თუმცა, მათ შორის დაპირისპირების მიზეზი ამ დრომდე უცნობია.

როგორც ცოტახნის წინ გახდა ცნობილი, დამნაშავემ ჩადენილი დანაშაული აღიარა.

მომხდარი ფაქტის გამო მიმდინარეობს გამოძიება. 

მსგავსი თემები