საბერძნეთის სტიქიის ზონაში დაზარალებულებს შორის 3 ქართველი ემიგრანტია  

საბერძნეთში, ტყის ხანძრის შედეგად დაზარალებულთა შორის 3 ქართველი ემიგრანტია. ერთ-ერთი მათგანი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

​მედიაცენტრი “მთავარი” ცდილობს დაადგინოს მათი ვინაობა.

საბერძნეთის დედაქალაქს ათენთან ახლოს, საკურორტო ზონაში, ტყის ხანძრის გამო, ​ბოლო ინფორმაციით, დაღუპულთა რიცხვი 60-მდე გაიზარდა, 150-მე მეტი დაშავებულია.

​უცხოური მედიასაშუალებებით ცნობილი ხდება, რომ ხანძრის შედეგად დაღუპულებს შორის არიან უცხოელებიც. მათ შორის პოლონური სააგენტო РАР -ი, ტურისტულ სააგენტოზე დაყრდნობით, ორი პოლონელი ტურისტის დაღუპვის შესახებ იტყობინება.

დაღუპულების შესახებ ცნობებს ავრცელებს გამოცემა Protothema. მათი ინფორმაციით, ქალაქ მატში 11 ადამიანი, მათ შორის 2 ბავშვი, საკუთარ სახლში იპოვეს გარდაცვლილები. კიდევ 4 ადამიანი მაშინ არის დამწვარი, როდესაც ხანძრისგან თავის დაღწევას ავტომობილით ცდილობდნენ. ერთ-ერთ კლდეზე ასევე ნაპოვნია ორი გარდაცვლილი.

მსგავსი თემები