საბერძნეთის სახალხო დღესასწაულზე საქართველოს ელჩი ეროვნული სამოსით მივიდა

საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველო ელჩმა, ლიკა ჯანელიძემ, 25 მარტს, საბერძნეთის დამოუკიდებლობის დღისადმი მიღძვნილ საზეიმო ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. სახალხო ღონისძიებაზე, ლიკა ჯანელიძე, ქართულ ეროვნულ სამოსში წასდგა.

როგორც მედიაცენტრ “მთავარს” ათენის ქართველ მიგრანტთა საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელმა ავთანდილ გიუნაშვილმა განუცხადა, ელჩის სამოსმა ღონისძეიბაზე დამსწრე საზოგადოებისა და ახალგაზრდა ელჩის პროექტების ,,მეგობართა ჯგუფის” წევრების მხრიდან დიდი მოწონება დაიმსახურა.

მისივე ინფორმაციით, საქართველოს ელჩმა, საბერძნეთის დედაქალაქში თავისუფლებისთვის დაღუპულთა ღვაწლს, საბერძნეთში საქართველოს ახალგაზრდა ელჩის პროექტების ,,მეგობართა ჯგუფის”  წევრ უცხოელ და ქართველ ახალგაზრდებთან ერთად მიაგო პატივი.

მსგავსი თემები