საბავშვო ფესტივალი თბილისში

თბილისში, მთაწმინდის პარკში, შაბათს, 29 სექტემბერს, საბავშვო ფესტივალი გაიმართება, რომლის ოფიციალური მხარდამჭერია თბილისის მერია. ფესტივალის სტუმრები მიიღებენ ინფორმაციას საბავშვო სფეროში არსებულ სიახლეებზე სხვადასხვა მიმართულებით. ამ დღეს მშობლებს ექნებათ შესაძლებლობა განსაკუთრებულ ფასად მიიღონ მომსახურება მონაწილე კომპანიებისგან. ბავშვები კი შეძლებენ ჩაერთონ სხვადასხვა სახალისო და შემოქმედებით აქტოვობაში.

ფესტივალის სტუმრებს დახვდებათ სხვადასხვა მიმართულების ზონა:
• სპორტული ზონა – წამოდგენილი იქნებიან სხვადასხვა სპორტის აკადემია,სპორტსკოლები,სპორტული წრეები;
• განათლების ზონა – წარმოდგენილი იქნება კერძო სკოლები, აკადემიები, სახელოვნებო წრეები;
• ჯანმრთელობის ზონა – წარმოდგენილი იქნება ბავშვთა კვების მწარმოებლები, ბავშვთა კლინიკები,
• გართობის ზონა – წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა გასართობი ცენტრი, ტკბილეულის მწარმოებელი კომპანიები.
• საბავშვო სტარტაპების ზონა – წარმოდგენილი იქნებიან სათამაშოებისა და ტანსაცმლის მწარმოებლები.

ფესტივალში მონაწილეობს საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია და, შესაბამისად, სტუმრებს ექნებათ განსაკუთრებული ფასდაკლება საბავშვო წიგნებზე.
დაგეგმილია შემდეგი აქტივობები:
• საბავშვო სემინარები სხვადასხვა თემაზე
• მხიარული სტარტები
• გამოფენები
• ტურნირები

“ერთად შევქმნათ ჯანმრთელი და სპორტული გარემო ჩვენი ბავშვებისათვის!”, – აცხადებენ ღონისძიების ორგანიზატორები.

მსგავსი თემები