საახალწლო განათებების მონტაჟის გამო, რუსთაველის მოედანი გადაიკეტება

დედაქალაქის მასშტაბით, საახალწლო განათებების მონტაჟი გრძელდება.

თბილისის მერიის ინფორმაციით, აღნიშნული სამუშაოებიდან გამომდინარე, 16 დეკემბრის, 00:00 საათიდან 06:00 საათამდე პერიოდში, რუსთაველის გამზირი (პირველი რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე მონაკვეთი) გადაიკეტება.

სამუშაოებს ,,თბილსერვის ჯგუფი’’ ახორციელებს.

მსგავსი თემები