საახალწლო განათებების მონტაჟის გამო, თბილისში, რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა შეიზღუდება

თბილისის მერიის ინფორმაციით, საახალწლო განათებების მონტაჟის გამო, თბილისში, რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა შეიზღუდება.

აღნიშნული სამუშაოებიდან გამომდინარე, დღეს 23:00 საათიდან 14 ნოემბრის 07:00 საათამდე მოძრაობა ნავთლუღის, ქაქუცა ჩოლოყაშვილისა და მიხეილ თამარაშვილის ქუჩებზე ნაწილობრივ შეიზღუდება.

თბილისის მერიის ინფორმაციით, სამუშაოებს ,,თბილსერვის ჯგუფი’’ ახორციელებს.

მსგავსი თემები