საარჩევნო უბნიდან, ​ფოტოგადაღებისთვის დამკვირვებელი გააძევეს  

ზუგდიდის მე-4 საარჩევნო უბნიდან, პარტია “ნაციონალური მოძრაობის” დამკვირვებელი ელისო შენგელია, ტელეფონით ფოტოს გადაღების გამო, სამართალდამცველების მეშვეობით გააძევეს.

თავად ელისო შენგელია აცხადებს, რომ ფოტოს გადაღების სრული უფლება ჰქონდა. ფოტო არც რეგისტრაციისთვის და არც ყუთისთვის არ გადაუღია, გადავიღო გარკვეული ადამიანების გადაადგილება.

“მე ვარ “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელი, დამკვირვებლის სტატუსით მოვედი მე-4 საარჩევნო უბანზე. გარკვეული ფოტოს გადაღების უფლება მაქვს, მთავარია, რომ ფოტო არც რეგისტრაციისთვის და არც ყუთისთვის არ გადამიღია. უბრალოდ გადავიღე გარკვეული ადამიანის რაღაც მოძრაობა. როგორც კი ეს შეამჩნია კომისიის თავმჯდომარემ, დაწერა ოქმი და მოითხოვა ჩემი გაძევება უბნიდან. მეც შევეპასუხე. ამის მერე პოლიცია გამოიძახა”, – განაცხადა ელისო შენგელიამ.

მსგავსი თემები