„საარჩევნო სისტემა კითხვის ნიშნის ქვეშ არ უნდა დადგეს, ეს იქნება ახალი პოლიტიკური კრიზისი“ – გია ჟორჟოლიანი

პარლამენტის წევრი გია ჟორჟოლიანი თვლის, რომ საკონსტიტუციო ცვლილებას საფრთხე არ უნდა დაემუქროს. ჟორჟოლიანი ყურადღებას საარჩევნო პროცესზე ამახვილებს და ფიქრობს, რომ შექმნილი სიტუაციით საარჩევნო პროცესი შეიძლება დაზარალდეს.

„არავითარ შემთხვევაში კონსტიტუციური ცვლილებები კითხვის ნიშნის ქვეშ არ უნდა დადგეს და არც დადგება, ეს იქნება ახალი პოლიტიკური კრიზისის წარმომშობი, რაც ძალიან დიდ კრიზისს შექმნის და მგონია, რომ ამას არც ემუქრება გადაულახავი წინააღმდეგობა” – განაცხადა დეპუტატმა “მედიაცენტრ მთავარში”.

მისივე შეფასებით, აღნიშნული პროცესები ითხოვს დაახლოებით თვე ნახევარს და კანონმდებლობის ცვლილება საფუძვლად უნდა დაედოს საარჩევნო სისტემას.

“21 მაისს, როცა  ეს სიტუაცია დამთავრდება, ამის შემდეგ რჩება დრო არჩევნებამდე. ის შეზღუდვები ბევრად უფრო ემუქრება საარჩევნო პროცესს, ვიდრე საარჩევნო სისტემას. საარჩევნო პროგრამის ნორმალურად წარმართვა ფაქტობრივად შეუძლებელია, ეს არის პირდაპირი კონტაქტი მოსახლეობასთან, რაც რთული იქნება, ეს რადიკალურად შეზღუდავს ამომრჩეველს, ამ საკითხს სჭირდება გაცნობიერება. ტელევიზიაც არაა ხელმისაწვდომი ყველა პოლიტიკური ძალისთვის. ამიტომ, ძნელი სათქმელია რამდენად იქნება შესაძლებელი ნორმალური საარჩევნო კამპანიის წარმართვა“ – განაცხადა გია ჟორლიანმა „მედიცენტრ მთავარში.“

მედიაცენტრ მთავარისმასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია წყაროს და ლინკის მითითება

მსგავსი თემები