“საარჩევნო კამპანიაში ჩართული არიან სხვადასხვა ქვეყნის, მაგრამ არა რუსი პიარსპეციალისტები” – სალომე ზურაბიშვილი 

საქართველოს პრეზიდენტობის ქალი კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ მის წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართულნი არიან პიარის სპეციალისტების სხვადასხვა ქვეყნიდან, მაგრამ არა რუსები.

ამის შესახებ პრეზიდენტობის კანდიდატმა ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვაზე პასუხისას განაცხადა, როდესაც მას ჰკითხეს, მის საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობენ თუ არა პიარკონსულტანტები ისრაელიდან.

პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი დღეს, ორგანიზაცია „ქალები სამართლიანობისთვის“ წევრებს შეხვდა, სადაც ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში ქალთა ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ქართულ პოლიტიკაში ქალები სათანადოდ არ არიან წარმოდგენილნი.

მსგავსი თემები