სააპელაციო სასამართლო, მიხეილ კალანდიას საჩივარს განიხილავს

დღეიდან თბილისის სააპელაციო სასამართლო ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ​ჯგუფურად განზრახ მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებული მიხეილ კალანდიას საჩივრის განხილვას იწყებს.

როგორც ადვოკატი ზურაბ თოდუა აცხადებს, დაცვის მხარე სასამართლოს პირველი ინსტანციის მიერ გამოკვლეული ყველა მასალის ხელახლა გამოკვლევის შუამდგომლობით მიმართავს. ასევე, ადვოკატის თქმით, პროცესზე დაცვის მხარე ახალი მტკიცებულებების დართვის შუამდგომლობას დააყენებს.

„იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო სხდომების ონლაინრეჟიმს შემოგვთავაზებს, ამაზე ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი მიხეილ კალანდია უარს განაცხადებს და მონაწილეობას არ მიიღებს. თუ ჩვენი მოთხოვნა დაკმაყოფილდა, სხდომები ჩვეულებრივ რეჟიმში ჩატარდა, ასეთ შემთხვევაში, რამდენიმე შუამდგომლობა გვექნება“, – განაცხადა ზურაბ თოდუამ.

მსგავსი თემები