სააკაშვილმა ყოფილი პრეზიდენტის სტატუსიც კი დაკარგა – ზაქარია ქუცნაშვილი

მმართველი პარტია “ქართული ოცნების” წევრი, პარლამენტი დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი ექსპრეზიდენტ სააკაშვილის ვიდემოწოდებაზე კომენტარს აკეთებს და აცხადებს, მიხეილ სააკაშვილმა  უარი თქვა საქართველოს მოქალაქეობაზე და ის აღარ არის საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი.

“დემოკრატიულ ქვეყნებში ასეა მიღებული, რომ თუ პრეზიდენტი, იმ ქვეყნის მოქალაქეობაზე უარს იტყვის, რომლის პრეზიდენტიც არის, კარგავს ყოფილი პრეზიდენტის სტატუსსაც კი. სააკაშვილმა უარი თქვა საქართველოს მოქალაქეობაზე, ოდესის გუბერნატორისა თანამდებობების მიღების სასარგებლოდ საკუთარი სურვილით. არავის ჩამოურთმევია მისთვის მოქალაქეობა. ამიტომ მან თავად დაკარგა კანონიერი უფლება იწოდებოდეს საქართველოს მესამე პრეზიდენტად”, – განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე.

​რაც შეეხება სააკაშვილის მოწოდებებს, ქუცნაშვილის თქმით, მისი მხარდამჭერებიც კი დარწმუნდნენ, რომ მისი მხარდაჭერა დამაზიანებელია მათთვის და ყველა მათ მიღწევას ფასს უკარგავს.

“რაც მალე დაასრულებენ ურთიერთობას ოდესელ პოლიტიკოსთან, მით მალე გაუჩნდებათ შანსი ქართულ პოლიტიკაში სხვა შედეგი აჩვენონ. ვაშაძის კამპანიის უმთავრესი შეცდომა იყო, დამნაშავე რეჟიმის წევრების შეწყალება, დამნაშავე სააკაშვილისთვის საქართველოში პოლიტიკური საქმიანობის გაგრძელების პერსპექტივის გაჩენა და იმ დაპირებების გაცემა, რაც პრეზიდენტის კომპეტენციაში არ შედის. ამ სამმა სტრატეგიულმა შეცდომამ დაასამარა მათი გამარჯვების შანსი მეორე ტური. სააკაშვილთან ერთად ტყუილი დაპირებებით შეუძლებელია არჩევნებში გამარჯვება”, –   აცხადებს ზაქარია ქუცნაშვილი.

მსგავსი თემები