სააკაშვილი – ალასანიას ფარული ჩანაწერის ნამდვილობა ექსპერტიზით დადასტურდა

​ფონოსკოპიურმა ექსპერტიზამ, ექსპერტიზამ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და მისი ბიძის, თემურ ალასანიას საუბრის ჩანაწერებში მათი ხმების ნამდვილობა დაადასტურა. შსს გამოძიებას ჩანაწერის გამავრცელებელი პირების იდენტიფიცირების მიმართულებით განაგრძობს.

​აღსანიშნავია, რომ მიხეილ სააკაშვილისა და თემურ ალასანიას ფარული აუდიოჩანაწერი არჩევნების პირველ ტურამდე რამდენიმე დღით ადრე ერთ-ერთი უკრაინული ვებ-გვერდის მეშვეობით გავრცელდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში გამოძიება 2018 წლის 2 ნოემბერს, საქართველოს სსკ-ს 158-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევას გულისხმობს.

​აუდიოჩანაწერში, თემურ ალასანია ამბობს, რომ მილიონ დოლარს გადაიხდის, თუ “სნაიპერსკი ვინტოვკით” მოკლავენ ბიძინას. ჩანაწერში ასევე, საქართველოს მოსახლეობის მისამართით შეურაცხმყოფელი სიტყვები ისმის.

 

მსგავსი თემები