„სააკაშვილის ჩამოყვანა, ახალაიების, „მასტერას,“ ქარდავას დაბრუნება – ესაა მათ სისხლიანი გეგმა“ – „ქართული მარში“

„ბოლო დღეებში, ოპოზიციისგან მოვისმინე ისეთი ფრაზები, რომ ცდილობენ დაგვაბრუნონ ბაჩო ახალიას, „მასტერას“, მეგიზ ქარდავას და სხვა კაციჭამიების ეპოქაში და დროში“ – აღნიშნული განცხადება, „ქართული მარშის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სანდრო ბრეგაძემ, „მედიაცენტრა მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

სანდრო ბრეგაძის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, ახალგაზრდების პროტესტი, სათავისოდ გამოყენოს და ხელისუფლებაში დაბრუნდნენ.

„ქალბატონი სამადაშვილი გამოვიდა და განგვიცხადა ნულოვანი პროცენტით ვინ უნდა მოხვდეს პარლამენტში. სამადაშვილი, ბოკერია, უგულავა და სხვა სისხლის მსმელები უნდა დასხდნენ თურმე და გადაწყვიტონ ამ სისტემის შემოღების შემთხვევაში, რომელი პარტიები შევლენ პარლამენტში და რომელი არ შევლენ. ჯერ ხელისფულებაში არ არიან მოსულები ეს სადისტები და უკვე საზღვრავენ ვინ უნდა შევიდეს მომავალ პარლამენტში და ვინ არა. „ნაციონალები“ ცდილობენ, გამოიყენონ ახალგაზრდების პროტესტი იმისათვის, რომ ჩამოიყვანონ სააკაშვილი, ციხიდან გამოიყვანონ ბაჩო ახალაია, დააბრუნონ დათა ახალაია, ჩამოიყვანონ „მასტერა“, მეგიზ ქარდავა და ვიღაც ასეთი ოდიოზური ფიგურები, რომელი ოდიოზური ფიგურებიც დრაკულასავით სისხლმოწყურებულები ელოდებიან, თუ როდის დაიბრუნებენ ნანატრ ძალაუფლებას. ჩვენ არ დავუშვებთ „ნაციონალური მოძრაობის“ დიქტატურის დაბრუნებას ქვეყანაში,“ – განაცხადა სანდრო ბრეგაძემ „მედიაცენტრ მთავარში“.

მსგავსი თემები