„სააკაშვილის სპეცრაზმმა რიყემდე გვდია, გვესროდნენ და გვკლავდნენ კიდეც“ – გულიკო გამცემლიძე

„ხშირად ვფიქრობ, არ ვიყო ტენდენციური და არ დამეხუჭოს ცალი თვალი. ორივე თვალით მინდა დავინახო იმ დროინდელი დარბევა, როცა ჩვენ მართლა გვარბევდნენ და დღევანდელი რეალობა“ – აცხადებს 2008 წელს მოკლული გიორგი გამცემლიძის დედა გულიკო გამცემლიძე „მედიაცენტრ მთავარში“.

როგორც შვილმოკლულმა დედამ აღნიშნა, რაც დღეს ქვეყანაში ხდება, კოჰაბიტაციისა და ზედმეტი ლოიალურობის შედეგია.

„დღეს პარლამენტთან კარავია გაშლილი, გამოდის ხალხი, აპროტესტებს, ძალადობს, შენობაში შეჭრას ცდილობენ. ჩვენს დროს, ოდნავ პროტესტიც რომ გამოგვეხატა, ამას ვინ გაგვაბედინებდა. პირდაპირ შვილებს გვიკლავდნენ და მერაბიშვილ-ადეიშვილები პროტესტის გამოხატვის უფლებასაც არ გვაძლევდა. სპეცრაზმი რიყემდე მოგვდევდა რეზინის ტყვიებითაც, ხელკეტებითაც და გაზებითაც. 7 ნოემბერი დაგავიწყდათ?“ – აღნიშნა გულიკო გამცემლიძე.

მისივე განცხადებით,  პარლამენტთან, ახალგაზრდების აქციაზე მისი შვილიც იდგა, სანამ იქ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები გამოჩნდებოდნენ.

„ჩემი შვილი აქციიდან მას მერე წავიდა, რაც იქ ყოფილი რეჟიმის წარმომადგენლები გამოჩდნენ. აქციაზე ასევე იყვნენ „ნაციონალებთან: დაკავშირებული ახალგაზრდები, რომლებიც პროვოკაციებზეც მიდიოდნენ. ზოგი ნასვამიც კი იყო, ზოგი გულანთებული. რატომ გახადეს სპეცრაზმის ჩარევა საჭირო, რატომ იყო პარლამენტის შენობაში შესვლის მოწოდება, ეს არ იყო პართული და პროვოკაციული?“ – კითხულობს გამცემლიძე და იმ ადამიანების დასჯას ითხოვს, ვინც ახალგაზრდობა პოლიტიკური და პროვოკაციული მიზნებისთვის გამოიყენა.

შეგახსენებთ, რომ გულიკო გამცემლიძის შვილი გიორგი გამცემლიძე თბილისში, 2008 წლის 8 მაისს, რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე მოკლეს. ოფიციალური ვერსიით, გამცემლიძე შეიარაღებული იყო, პოლიციის ბრძანებას არ დაემორჩილა, რის შემდეგაც სამართალდამცავებმა მას ცეცხლი გაუხსნეს.

მსგავსი თემები