რუხის საავადმყოფოში კორონავირუსისგან კიდევ ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა

ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში დღეს კორონავირუსზე 116 ტესტი ჩატარდა და ყველას პასუხი უარყოფითია.

მათ შორის იყო რუხის საავადმყოფოს ორი პაციენტის საკვლევი მასალა, რომლებიც კლინიკაში კოვიდინფექციის სამკურნალოდ არიან მოთავსებული. ორივე მათგანის მეორე შუალედური პასუხი კორონავირუსზე ისევ უარყოფითია და ხვალ ორივე დატოვეს საავადმყოფოს. ე

რთი პაციენტი თეთრიწყაროს კლასტერს განეკუთვნება, მეორეს თურქეთში მოგზაურობის ისტორია აქვს.

მსგავსი თემები