რუხის საავადმყოფოს კიდევ ერთი გამოჯანმრთელებული პაციენტი დატოვებს

რუხის მულტიფუნქციურ საავადმყოფოს კიდევ ერთი გამოჯანმრთელებული პაციენტი დატოვებს. 70 წლის კოვიდინფიცირებული მამაკაცის ორივე შუალედური ტესტის პასუხი კორონავირუსზე უარყოფითი იყო და ის გამოჯანმრთელებულად ითვლება.

70 წლის მამაკაცს საზღვრის კვეთის ისტორია აქვს.

რუხის საავადმყოფოში ერთი კოვიდინფიცირებული პაციენტი რჩება.

მსგავსი თემები