“რუსულ ბაზარზე დამოკიდებული არ ვიყავით, დანაკლისი უმნიშვნელოა” – თემურ ჭყონია

“ჯავშნების გაუქმების პრობლემა არ არის, ვინაიდან აქ ჩამოდიან მუდმივი დამსვენებლები, ჩვენი კლიენტები. რუსულ ბაზარზე დამოკიდებული არ ვიყავით, აქედან გამომდინარე დანაკლისი უმნიშვნელოა,”- აღნიშნული განცხადება, ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ “მედიაცენტრ მთავართან” რუსეთის მიერ საქართველოში ემბარგოს დაწესებაზე საუბრისას გააკეთა. 

როგორც თემურ ჭყონიამ “მედიაცენტრ მთავართან” საუბრისას განაცხადა, მის სასტუმროში, მთელი წლის მონაცემებით შარშანდელთან შედარებით 22%-იანი ზრდა ფიქსირდება.

“როდესაც ამბობენ, რომ რუს ტურისტებს აეკრძალათ საქართველოში ჩამოსვლა, ბუნებრივია, ეს ყველაფერი ფსიქოლოგიურად მოქმედებს. ისიც, არის, რომ როდესაც რამე გაუჭირდებათ, სწორედ ამ აკრძალვას აბრალებენ. რუსულ ტურისტულ კომპანიებს არანაირი აგრესია არ ეტყობათ, უბრალოდ ამ შექმნილ სიტუაციაზე არიან ნაწყენი. არც ერთი სასტუმრო არ არის ბოლომდე დატვირთული, მაგრამ ჩვენი 75%-ს ქვემოთ არ ჩამოდის. ეს აგვისტოს მონაცემებია. ივლისი არ იყო იმდენად დატვირთული, როგორც ჩვენ გვინდოდა. შარშანდელთან შედარებით, მთელი წლის ჭრილში, 22%-იანი ზრდაა,” – განაცხადა თემურ ჭყონიამ “მედიაცენტრ მთავართან” საუბრისას.

მსგავსი თემები