რუსული მხარე საქართველოში ფაროსანას ხელოვნურ გამოყვანაზე საუბრობს 

საქართველოს არაღიარებული აფხაზეთის რესპუბლიკიდან, რუსეთის ფედერაციაში ხილის და თხილის შეტანა 2 აპრილიდან იკრძალება. რუსული სააგენტო „როსიისკაია გაზეტას“ ინფორმაცით, გადაწყვეტილება „აზიურ ფაროსანას“ უკავშირდება და მავნებელი შესაძლოა, ბიოლოგიური დივერსიის ფარგლებში, ხელოვნურად გამოყვანილი იყოს.

„როსსელხოზნადზორის“ ოფიციალური წარმომადგენელის, იულია მელანოს განცხადებით,  ჯერჯერობით აფხაზური მხარე ვერ იძლევა გარანტიებს, რომ უმოკლეს დროში თავად შეძლებს ამ მავნებელთან გამკლავებას. ის არც იმას გამორიცხავს, რომ საქმე რაიმე ბიოლოგიურ იარაღთან ჰქონდეთ.

იულია მელანოს თქმით, საქართველოში რამდენიმე ბიოლაბორატორია არსებობს და არავინ იცის, იქ რას საქმიანობენ.

მსგავსი თემები