რუსული ენისა და კულტურის ცენტრი თბილისში, „მედიაცენტრ მთავარმა“ გადაიღო

საქართველოში, რუსი დიპლომატის, გრიგორი კარასინის მიერ დაანონსებული რუსული ენისა და კულტურის ცენტრი „მედიაცენტრ მთავარმა“ სექტემბრის თვეში გადაიღო და გრიშა ონიანიც ჩაწერა, რომელიც აღნიშნულ ცენტრს ხსნის.

ადგილი თბილისში,  სადაც რუსეთის იმპერია ცოცხლდება. სასტურო-მუზეუმი ოფიციალურად ერთ თვეში გაიხსნება. აქ ყველაფერი საბჭოთაა – დროშებით დაწყებული, გერბითა და თვით დიდი ბელადის ძეგლით დამთავრებული. ე.წ. სასტუმრო-მუზეუმი ექსკლუზიურად „მედიაცენტრ მთვარმა“ გადაიღო და მის მფლობელსაც გაესაუბრა.  

როგორც გრიშა ონიანი აცხადებს, ეს მისი კერძო საკუთრებაა და არავის აქვს უფლება, დაარბიოს ან რამე აუკრძალოს.

გრიშა ონიანი: აქ გამოფენილია საექსკურსიო ადგილების ფოტოები, საქართველოს სხვადასხვა კუთხეები, სადაც ტურისტი უნდა წავიდეს. ამას ჰქვია მე-20 საუკუნის სტალინური ეპოქა. ესაა მუზეუმი. აქ საბჭოთა კავშირში შემავალი 15 რესპუბლიკის გერბია განთავსებული, თავისი დროშებით. ესენია დემოკრატიული ქვეყნები –  ჩეხოსლოვაკია, რუმინეთი, უნგრეთი, ბულგარეთი.  ყველა წარმოდგენილია დროშებითა და გერბებით.

მედიაცენტრი მთავარი“: გამოდის, რომ რუსეთს და იმპერიას აცოცხლებთეს ხომ ოკუპანტი ქვეყნის პროპაგანდაა?

გრიშა ონიანი: რატომ კაცო? ეს არის  საერთაშორისო კვლევითი ცენტრი.

მედიაცენტრი მთავარი“: და რა უნდა გამოიკვლიონ ამ ე.წ. საერთაშორისო კვლევით ცენტრში?

გრიშა ონიანი: უნდა გამოიკვლიონ სტალინის ფენომენი.

„მედიაცენტრი მთავარი“:  საბჭოთა სიმბოლოები პრობლემას არ ქმნის?

გრიშა ონიანი:  პრობლემა რატომ უნდა იყოს საბჭოთა სიმბოლოები? ეს ჩემი საკუთრებაა.  საზოგადოებრივი სივრცე ხო არაა.

„მედიაცენტრი მთავარი“: საზოგადოებრივი სივრცე როგორ არ არის, როცა ტურისტების ჩამოყვანას გეგმავთ?

გრიშა ონიანი: აქ ჩამოვლენ  ადამიანები, მკვლევარები, ტურისტები. ისინი აქ, სასტუმრო ოთახებში განთავსდებიან, საქართველოს კუთხეებს გაეცნობიან და დაგეგმავენ მარშრუტებს.  სახლში მუზეუმიც მაქვს, რომელსაც აქ გადმოვიტან. ტურისტების მოზიდვას ყველა მხრიდან ვაპირებ. აქ იქნება საბჭოთა კავშირის, ამერიკის და ბრიტანეთის დროშები. კედელზე უნდა დავაწერო „ძირს ფაშიზმი“. ფაშიზმი ღორძინდება უკრაინაში და სხვადასხვა ქვეყნებში. აგერ ხედავთ  თეირანის კონფერენციის ფოტოს. მთელი მსოფლიო გაერთიანდა ჰიტლერის წინააღმდეგ, სწორედ ესენი იყვნენ მთავრები, დიდი სახელმწიფოს მეთაურები.

„მედიაცენტრი მთავარი:“ გიდებიც გეყოლებათ, რომლებიც ტურისტებს საქართველოს ისტორიას გააცნობენ?

გრიშა ონიანი: იქნებიან გიდებიც, რომლებიც ტურისტებსა და მოსულ ადამიანებს გააცნობენ აქაურობას. აქ არის ფეოდალური მხარის, სვანური საცხოვრისი.

მედიაცენტრი მთავარი“:  ამ, ოდის ტიპის მისაღებში რა გექნებათ?

გრიშა ონიანი: აქ იქნება შუა ცეცხლი, ბუხარი, ისადილებენ და გაეცნობიან, როგორი კოშკებია სვანეთში. ვერანდაზეც გამოვლენ, სიგარეტს გააბოლებენ, რადგან შიგნით მოწევა აკრძალულია.

მედიაცენტრი მთავარი:“ საკონფერენციო დარბაზიც გქონიათ….

გრიშა ონიანი: დიახ, ესეც საჭიროა, სხვადასხვა თემატური კონფერენციისთვის.

მედიაცენტრი მთავარ:“ რაც ვნახე, ყველა კუთხე საბჭოთა სიმბოლოებითაა დახუნძლული. როგორ ფიქრობთ, გაქვთ ამისი უფლება?

გრიშა ონიანი:  ეს საზოგადოებრივი სივრცე არ არის, ეს ჩემი კერძო საკუთრებაა. ჩემი საკუთრება ჩემი ციხე-სიმაგრეა და როგორც მინდა ისე განვკარგავ. თუ ამას დამირბევენ ან ამიკრძალავენ, ჩემთვის უფრო კარგი, მთელს მსოფლიოს ეცოდინება.

მედიაცენტრი მთავარი:“ ოფიციალური გახსნაზე რუსეთიდან თუ ელოდებით სტუმრებს და საქართველოს ხელისუფლებიდან ვის მოიწვევთ?

გრიშა ონიანი: გახსნაზე რუსეთიდან დელეგაციას ველოდები. ჩვენი ხელისუფლებიდან კი ყველას მოვიწვევ, თუ არ მოვლენ, ნუ მოვლენ.    

მედიაცენტრი მთავარი:“ რამდენი სასტუმრო ნომერი გაქვს?

გრიშა ონიანი: სულ 11 ნომერია. რაც შეეხება კვებას, ბიო პროდუქტები მექნება. ყველი, ხორცი და სხვა სუფთა პროდუქტი სვანეთიდან წამოვა.


მსგავსი თემები