რუსთავში, ფეხით მოსიარულეებს, რომელთაც ეტლით ბავშვი გადაჰყავდათ, მოტოციკლი დაეჯახა

რუსთავში, მეგობრობის გამზირზე, მოტოციკლი ფეხით მოსიარულეებს დაეჯახა, რომელთაც საბავშვო ეტლით მცირეწლოვანი გზაზე გადაჰყავდათ.

არსებული ინფორმაციით, დაშავებულია ბავშვის ნათლია, რომლის მდგომარეობაც მძიმეა. ის ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოშია გადაიყვანეს. შემთხვევის შედეგად ბავშვი არ დაშავებულა.

ადგილზე საპატრულო პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადა იყო მობილიზებული. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

მსგავსი თემები