რუსთავში კორპუსიდან მცირეწლოვანი ბავშვი გადმოვარდა

რუსთავში საცხოვრებელი კორპუსიდან მცირეწლოვანი ბავშვი გადმოვარდა. ის სამედიცინო დახმარების ბრიგადამ რუსთავიდან თბილისის ბავშვთა საავადმყოფოში გადმოიყვანა.

მედიკოსების განცხადებით, ბავშვს სხეულის ზედაპირული ტრავმები აღენიშნება, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ექიმების შეფასებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია, თუმცა  საყურადღებო.

მსგავსი თემები