რუსთავში ავტოფარეხების დემონტაჟის პროცესი გაურკვეველი მიზეზით შეჩერდა

ქალაქ რუსთავში, შიდა კვარტალურ ეზოებში უკანონო ავტოფარეხების დაშლი პროცესი შეჩერდა. ფარეხის დაშლის მსურველი ბევრია, მაგრამ მერიამ ავტოფარეხების დემონტაჟი შეაჩერა, მიზეზი უცნობია. 
უკანონო ფარეხების დემონტაჟი, რამდენიმე კვირის წინ დაიწყო.  

როგორც რუსთავის მერიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ვკითხულობთ, შიდა კვარტალურ ეზოებში უნებართვოდ აშენებული ფარეხების დაშლის გადაწყვეტილება მერიამ მოსახლეობის თხოვნის საფუძველზე მიიღო. შესაბამისმა სამსახურებმა დაახლოებით 30-მდე ფარეხი აიღო, თუმცა მსურველი ბევრია.

აღსანიშნავია, რომ ავტოფარეხების დემონტაჟი მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებმა მე-12 მიკრო-რაიონიდან დაიწყეს, სადაც მერიამ სკვერი უნდა მოაწყოს. თუმცა, ჯერჯერობით არც სკვერის მოსაწყობი სამუშაოები დაწყებულა. 

“როდის გაგრძელდება ან გაგრძელდება თუ არა ქალაქში უკანონოდ განთავსებული ავტოფარეხების დემონტაჟი ჯერჯერობით უცნობია”, – იტყობინება გამოცემა “რუსთავი დღეს”.

მსგავსი თემები