„რუსთავი 2“-ში ახალი სარჩელი მზადდება

„რუსთავი 2“-ში ახალი სარჩელი მზადდება. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით დარჩენილ ერთადერთ შანსს კომპანიის იურისტები ბოლომდე გამოიყენებენ. ხუთი პუნქტიდან სასამართლომ მხოლოდ ერთში დატოვა გასაჩივრების შესაძლებლობა და ეს საჩივარი კომპანიის მფლობელების მიერ სამართლიანი სასამართლოთი სარგებლობის უფლებას ეხება.

„რუსთავი 2“-ის დირექტორი და იურისტები ამბობენ, რომ ერთადერთი საშუალება, რომელიც გასაჩივრებისთვისაა დარჩენილი, უმნიშვნელოვანესია. იმ შემთხვევაში თუ სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატა საქმის არსებითი განხილვის შემდეგ ევროკონვენციის მე-6 მუხლის ანუ სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევას დაადგენს, მაშინ საქმე რადიკალურად შეიცვლება.

იურისტები ამბობენ, რომ დღევანდელი გადაწყვეტილებით არაფერი დასრულებულა და ისინი ბრძოლად ბოლომდე გააგრძელებენ.  

„რუსთავი 2“-ის მესაკუთრეებს სტრასბურგის დღევანდელი გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის სამთვიანი ვადა აქვთ. დოკუმენტის დეტალურად შესწავლის შემდეგ იურისტები ჩამოყალიბდებიან, რა საფუძვლით და რა არგუმენტებით გაასაჩივრებენ მას ევროპული სასამართლოს დიდ პალატაში.

მსგავსი თემები