“რუსთავი 2”-ს, ”ტვ პირველსა” და ტელეკომპანია “კავკასიას” ინკასო დაედო

ფინანსთა სამინისტროს გაფრთხილების შემდეგ, ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ს, ”ტელეკომპანია პირველსა” და ტელეკომპანია ”კავკასიას” ინკასო დაედო. 

მიმდინარე დავალიანებების გამო, შემოსავლების სამსახურმა საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრულ ღონისძიებას მიმართა. ფინანსთა სამინისტრომ ერთდღიანი ვადა ტელეკომპანიებს გუშინ მისცა.

კანონმდებლობით, თუ გადამხდელი დადგენილ ვადებში არ შეასრულებს ბიუჯეტის წინაშე არსებულ ვალდებულებებს, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, აღიარებული დავალიანების ფარგლებში საბანკო ანგარიშებიდან ჩამოწეროს დავალიანების ოდენობის თანხები.

მსგავსი თემები