“რუსთავი 2-ის” შენობასთან ხალხი, გიორგი გაბუნიას შენობიდან გამოსვლას ითხოვს

ამ წუთებში, ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” შენობასთან ხალხი იკრიბება. აქციის მონაწილეები, პირდაპირ ეთერში, ტელეწამყვან გიორგი გაბუნიას გინებას აპროტესტებენ.

აქციის მონაწილეები, გიორგი გაბუნიას შენობიდან გამოსვლას და ბოდიშის მოხდას ითხოვენ. მათი თქმით, ის სამსახურიდან უნდა წავიდეს, რადგანაც საქართველო, რუსეთში მცხოვრები ქართველები და ოკუპაციის ხაზთან მაცხოვრებლები დიდი დარტყმის ქვეშ დააყენა და ქართველ ერს შეურაცხყოფა მიაყენა.

ადგილზე, სამართალდამცველები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანაა მობილიზებული. აქციის მონაწილეთა რიცხვი იზრდება.

შეგახსენებთ, რომ გიორგი გაბუნიამ, დღევანდელი ეთერი რუსული სიტყვებით გახსნა და რუსეთის პრეზიდენტს პირდაპირ ეთერში აგინა.

მსგავსი თემები