“რუსთავი 2”-თან მოქალაქეები აქციას მართავენ

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან მოქალაქეები იკრიბებიან.

აქციაზე მისული მოქალაქეები ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ხელმძღვანელობას მოუწოდებენ, პასუხისმგებლობა აიღონ არხის წამყვანის, გიორგი გაბუნიას მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, ამასთან, მოითხოვენ, ტელევიზია დატოვოს გიორგი გაბუნიამ და  შეიცვალოს არხის მენეჯმენტი.

აქციაზე მოხდა მცირე ინციდენტი. მოქალაქეები სიტყვიერად დაუპირისპირდნენ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადამღებ ჯგუფს.

ცნობისთვის, „რუსთავი 2“-ის საავტორო გადაცემა „პოსტსკრიპტუმის“ წამყვანმა, გიორგი გაბუნიამ 7 ივლისს „პოსტსკრიპტუმის“ დაწყებისას გადაცემაში რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მისამართით უცენზურო განცხადებები გააკეთა.

მსგავსი თემები