“რუსთავი-2 და მისი მთავარი იდეოლოგი სიცრუეზე და შანტაჟზეა ორიენტირებული” – დიმიტი ხუნდაძე

საპატლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი დიმიტრი ხუნდაძე აცხადებს, რომ ნიკა გვარამიას მიერ გავრცელებული განცხადება სიცრუე და შანტაჟია. მისივე თქმით, ეს ყველაფერი საპროტესტო  მუხტის შენარჩუნებას ემსახურება.

„მინდა გამოვიყენო ჩემი დილიდან აქ ყოფნა და დავაზუსტო, ფანტაზიის პიკი,  აბსოლუტურად საფუძველს მოკლებული და ღიმილის მომგვრელია ნიკა გვარამიას მიერ გაჟღერებული ინფორმაცია, თითქოს რუსთავი2-ს  ვინმე შტურმით აღებას უპირებს. ეს არის ფანტაზიის ნაყოფი, რაშიც ალბათ გარკვეული მიზანი დევს – შეინარჩუნონ მიტინგის ის შინაარსი, თითქოსდა ამ მიტინგით უნდათ დაიბრუნონ თავისუფლება, თითქოს ამას ვინმე ზღუდავს. მთავარი მიზანია, ისინი დაბრუნდნენ ხელისუფლებაში. შანტაჟი და  ტყუილი ისევ მათი მოქმედების სტილია“ – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ. 

მსგავსი თემები