რუსთავში ბაზრობა დაიწვა – მოვაჭრეები ხანძრის ხელოვნურად გაჩენის ვერსიაზე საუბრობენ

​ქალაქ რუსთავში, ე.წ სტამბოლის ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად 1000 კვ. მ. ფართობის ნაწილი დაიწვა.

როგორც ბაზრობის ერთ-ერთი მოვაჭრე აცხადებს, ხანძარმა თითო გამყიდველს დაახლოებით 20-30 ათასი ლარის საქონელი გაუნადგურა. ისინი არ გამორიცხავენ, რომ ხანძარი ხელოვნურად გააჩინეს.

როგორც საგანგებო სიტუაციების სამსახურში აცხადებენ, ქარისა და ადვილად აალებადი მასალების გამო ცეცხლის გავრცელების საშიშროება გვერდით მდებარე ობიექტებზე, თუმცა მეხანძრე-მაშველებმა დროულად მოახერხეს ხანძრის ლოკალიზება.

ადგილზე 18 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა. ცეცხლის ქრობის პროცესში ჩართული იყო დამატებითი ძალები თბილისიდან. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა

“შეტყობინება ხანძრის არსებობის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში 01:29 საათზე შემოვიდა. სახანძრო მანქანების პირველი ჯგუფი ადგილზე 01:36 საათზე მივიდა. ხანძრის ლოკალიზება 02:03 საათზე მოხერხდა. ხანძრის ცალკეული კერების დამუშავების შემდეგ ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია 09:00 საათზე. პრევენციის მიზნით, ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე 2 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მთელი დღის განმავლობაში დარჩება”, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

მსგავსი თემები