რუსთაველის გამზირზე მასშტაბური აქციისთვის ემზადებიან

თბილისში, რუსთაველის გამზირზე მასშტაბური აქციისთვის ემზადებიან.

აქციის ორგანიზატორების ინფორმაციით, პარლამენტის შენობის წინ სიტყვით გამოსვლას აპირებენ პოლიტიკოსები და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, ასევე შესრულდება მუსიკალური ნომრები.

„ჩემი აზრით, უკვე ისტორიული მიღწევა არის ქართული სამოქალაქო საზოგადოების, რადგან ჩვენ ყველამ ერთად მოვიპოვეთ ის, რომ 2020 წელს არჩევნები ტარდება პროპორციული სიით. რაც შეეხება, მესამე პირობას, ჩვენ ყველა იმ ადამიანს, მათ შორის, ჟურნალისტებს, რიგით მოქალაქეებს, ექიმებს, აბსოლუტურად ყველას, ვინც 20 ივნისის ღამეს გიორგი გახარიას მიერ გაცემული უკანონო ბრძანების შედეგად დაზარალდა და საკუთარი ჯანმრთელობა დაიზიანა, ჩვენ ყველას, მათ, მივეცით პირობა, რომ არ გავჩერდებოდით მანამ, სანამ გიორგი გახარია არ გადადგებოდა. დღეს, ერთი თვის თავზე ჩვენ ამ პირობას ისევ ვასრულებთ და ვაპირებთ, რომ ჩვენი ბრძოლა გავაგრძელოთ მანამ, სანამ ბოლო მიზანს არ მივაღწევთ. ერთი თვის თარიღი არის მართლაც მნიშვნელოვანი და ჩვენ შევეცდებით, რომ ჩვენს ხელისუფლებას, განსაკუთრებით ბიძინა ივანიშვილს და გიორგი გახარიას გავაგონოთ კიდევ უფრო ხმამაღლა ახალგაზრდების და ზოგადად, მოქალაქეების ლეგიტიმური პროტესტის ხმა,“ – განაცხადა სამოქალაქო აქტივისტმა, ნოდარ რუხაძემ.

მსგავსი თემები