რუსთაველზე მიმდინარე აქციის მონაწილეები, ოპოზიციის გაძევებას ითხოვენ

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. დედაქალაქის მთავრ გამზირზე შეკრებილი ადამიანები პოლიტიკოსების, კონკრეტულად კი ოპოზიციური ძალების იქ ყოფნას აპროტესტებენ.

კა­მა­თი და მცი­რე შეხ­ლა-შე­მოხ­ლა შეკრებილი სტუდენტების სიტყვით გამოსვლას მოჰყვა. ახალ­გაზ­რდე­ბი სხვა მოთხოვნებთან ერთად, აქ­ცი­ა­ზე პო­ლი­ტი­კო­სე­ბის ყოფ­ნას აპ­რო­ტეს­ტე­ბენ.

მათ კო­რი­დო­რი გა­ა­კე­თეს და პო­ლი­ტი­კო­სებს მო­უ­წო­დე­ბენ, ტე­რი­ტო­რია და­ტო­ვონ.

პა­რა­ლე­ლუ­რად, აქ­ცი­ა­ზე სი­ტყვით გა­მოს­ვლე­ბი გრძელ­დე­ბა.

ათასობით ადამიანი რუსთაველზე შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომასა და არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებას ითხოვს. აქციებს პერმანენტული ხასიათი აქვთ.

აქციის მონაწილეები 21 ივნისის დარბევისას დაკავებულთა გათავისუფლებასაც ითხოვენ.

პოლიციამ ტერიტორიიდან ინციდენტის რამდენიმე მონაწილე გაიყვანა.

მსგავსი თემები