რუსეთში დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის გამოვლენილ შემთხვევათა შორის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ით ინფიცირების რვა ათასამდე ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ვირუსით ინფიცირებულთა საერთო ოდენობა 114 431-მდე გაიზარდა. გარდაცვლილია 1 169 ადამიანი.
ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ვირუსისგან განკურნება შეძლო 13 220-მა პაციენტმა.