რუსეთში, კორონავირუსის გამო მოწყობილი კარანტინიდან ქალი გაიქცა – ექიმმა სასამართლოს მიმართა

რუსეთში, სანკტ-პეტერბურგის ერთ-ერთი საავადმყოფოდან, სადაც კორონავირუსის გამო კარანტინი იყო მოწყობილი, პაციენტი გაექცათ.

საავადმყოფოს მთავარი ექიმი აცხადებს, რომ კარანტინიდან გაქცევა ხულიგნობაა და მოითხოვა, პაციენტმა სამართლებრივად აგოს პასუხი, ამიტომაც მან რაიონულ სასამართლოს მიმართა.

კარანტინიდან გაქცეულმა 32 წლის ქალმა ჩინეთიდან დაბრუნების შემდეგ ყელის ტკივილის გამო საავადმყოფოს მიმართა, სადაც, ვირუსის სიმპტომების ქონის მიზეზით, კარანტინში მოათავსეს. ის საავადმყოფოდან 11 თებერვალს გაიქცა.

მსგავსი თემები