რუსეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 9 ათასს მიუახლოვდა

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთში კორონავირუსით კიდევ 6 852 ადამიანი დაინფიცირდა, დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ კი 627 646-ს მიაღწია. 

ბოლო 24 საათში ქვეყანაში 188 პაციენტი გარდაიცვალა, ლეტალური შემთხვევების რაოდენობა კი 8 969-ს შეადგენს. გამოჯანმრთელებულია 393 352 ადამიანი.

მსგავსი თემები