“რუსეთში კორონავირუსთან დაკავშირებული ვითარება დღითიდღე იცვლება, მაგრამ არა უკეთესობისკენ” – პუტინი

კორონავირუსთან დაკავშირებული ვითარება რუსეთში იცვლება, მაგრამ არა უკეთესობისკენ, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ვიდეომიმართვის დროს განაცხადა.

„რუსეთის ფედერაციაში ვითარება დღითიდღე იცვლება, მაგრამ არა უკეთესობისკენ. პაციენტების მდგომარეობა მძიმდება. უახლოესი კვირეები ბევრ რამეს განსაზღვრავს ქვეყანაში. მთელი ჯანდაცვის სისტემა უნდა მუშაობდეს, როგორც ერთიანი მექანიზმი”,-აღნიშნა პუტინმა.

მისივე თქმით, მთავრობა სიტუაციის ყველანაირ განვითარებას განიხილავს.

„აუცილებელია ყველა სცენარის განხილვა, თვით ყველაზე რთულის და არაორდინალურის, იმისათვის, რომ მოქნილად, დაუყოვნებლივ შეცვალოთ ჩვენი მოქმედებების სტრატეგია და ტაქტიკა“,-დასძინა პუტინმა.

ცნობისთვის, რუსეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ყოველ დღე იზრდება. დღეს ქვეყანაში კორონავირუსი 2558 ადამიანს დაუდგინდა, რითაც ვირუსის დადასტურებულმა რიცხვმა 18328-ს მიაღწია.

მსგავსი თემები