რუსეთმა უკრაინის გემებიდან უნიტაზები მოიპარა

უკრაინის სამხედრო-საზღვაო ფლოტის სარდლის, იგორ ვორონჩენკოს განცხადებით, რუსეთის მიერ ქერჩის სრუტეში დაკავებული გემები გაძარცვულია. მოხსნილია ელექტროჩამრთველები, ნათურები, მათ შორის უნიტაზები, როზეტები, პლაფონები.

უკრაინის პრეზიდენტის ვლადიმერ ზელენსკის განცხადებით, მათ სამხედრო ტექნიკაც აკლიათ, რომლის დაბრუნებას უკრაინის პრეზიდენტი რუსეთისგან მოითხოვს. თავის მხრივ, რუსეთის უშიშროებამ გაძარცვის ფაქტი უარყო და გემების გადაცემის მომენტში გადაღებული ვიდეო მასალა გაავრცელა.

რუსეთმა უკრაინის სამი გემი გასულ წელს ქერჩის სრუტეში დააკავა.

მსგავსი თემები