რუსეთმა კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობით ჩინეთს გადაასწრო

რუსეთში, ბოლო 24 საათის მანძილზე კორონავირუსის 6 198 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და საერთო ჯამში, ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებულმა შემთხვევებმა 87 147 შეადგინა.

ამასთან, ბოლო დღე-ღამის მანძილზე ქვეყანაში კორონავირუსს 47 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა და ამ მონაცემით, ქვეყანაში გარდაცვლილთა რაოდენობა 794-მდე გაიზარდა.

ცნობისთვის, რუსეთმა კორონავირუსის შემთხვევებით უკვე გადაასწრო ჩინეთს და ის ამ დროისთვის მსოფლიოში მეცხრე ადგილზე იმყოფება. ამ დროისთვის ჩინეთში კორონავირუსის შემთხვევების მაჩვენებელი 82 830-ს შეადგენს.

მსგავსი თემები