“რუსეთმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს დესტრუქციული ქმედება” – აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი

საქართველოში, სოფელ ჩორჩანასთან განვითარებულ მოვლენებს ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი ეხმაურება.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, რუსეთმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს დესტრუქციული ქმედება და პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტს.

„რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთის მილიტარიზაცია შემაშფოთებელი და მიუღებელია. პუტინი და მისი მთავრობა სხვა ერების სუვერენიტეტის უგუნურ უგულებელყოფას განაგრძობენ. რუსეთმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს დესტრუქციული ქმედება და პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტს“, – აღნიშნულია აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის განცხადებაში.

მსგავსი თემები